logo
ENG



კალაძე მეტროს "გამტარებლებზე": კანონდარღვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღმოიფხვრას

16 თებ 202212:14
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე მეტროს "გამტარებლებზე": კანონდარღვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღმოიფხვრას

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მეტროს ე.წ. გამტარებლებზე თქვა, რომ ეს კანონდარღვევაა და ამის აღმოსაფხვრელად ყველაფერს გააკეთებენ.

კალაძის თქმით, ე.წ. გამტარებლების გამოვლენა კონტროლიორების კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებაა - უკანონო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, კონტროლიორს კანონდამრღვევისთვის სამგზავრო ბარათის ჩამორთმევის და მისი დაბლოკვის სრული უფლება აქვს.

"მინდა, გამოვეხმაურო გავრცელებულ კადრებს, რომელიც გადაღებულია თბილისის მეტროსადგურში, როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები, კანონის სრული დაცვით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას.

კერძოდ, ისინი, სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით, რიგით მგზავრებს სთავაზობენ საკუთარი აბონემენტით ან სხვისი შეღავათიანი ბარათით მგზავრობას და სამაგიეროდ, მათგან ხელზე იღებენ მგზავრობის საფასურს, რაც არის კანონდარღვევა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას", - თქვა მან.

მისივე განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მომავალშიც გააგრძელებენ მსგავსი ფაქტების გამოვლენას და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას.


close დახურვა